Tuesday, July 8, 2014

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება
მესხის ოჯახი და მისი საქმიანობა
პროექტის მთავარი იდეა
მესხეთი-ისტორიული საქართველოს ცენტრალური რეგიონი შუა საუკუნეებში მთელ სამხრეთ საქართველოს სახელი იყო,ისტორიულ მესხეთში შედიოდა: სამცხე,ჯავახეთი, აჭარა, კლარჯეთი შავშვები,ერუშეთი, ჭანეთი, ლაზეთი, ლივანა, მაჭახელა, კოლა, იმერხევი, ორივე ტაო. ადამიანები აქ ჯერ კიდევ 4-5 ათასი წლის წინათ დასახლებულან,რაზეც მოგვითხრობს აქ გამოვლენილი პირველყოფილ ადამიანთა ნამოსახლარები,გამოქვაბულები,ციხე-კოშკები,,კლდეში ნაკვეთი ქალაქები და სხვა აღმოჩენები.
    ჯერ კიდევ ძვ.წ III საუკუნეში ფარანავაზ მეფეს 3-საერისთაოდ დაუყვია:წუნდის,ოძრახისა და კლარჯეთის.
IX საუკუნეთა განმავლობაში,მესხეთმა,როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელმა მხარემ ყველაზე მეტი ჭირ-ვარამი გამოიარა.იგი მუდამ სადარაჯოზე იდგა მტრის დასახვედრად და უძველსი დროიდანვე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საქართველოს პოლიტიკურ ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.
პროექტის აქტუალობა:
    აქ ჩამოყალიბდა მხოლოდ ამ კუთხისტვის დამახასიათებელი ზნე-ჩვეულებანი,მკაცრ კლიმატურ პირობებისათვის მორგებული საცხოვრისების ტიპები,თავისებური კილო- კავი და ა.შ.
ალბათ საზოგადოების განვითარების საკმაოდ დაჩქარებულ ტემპს, ,,გათანამედროვების“ აქტიურ ტენდენციებს უნდა ვუმადლოდეთ,რომ ჩვენი ყოველდღიური ყოფიდან ნელ-ნელა ქრება საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრებისათვის მორგებული ცხოვრების სტილი,საცხოვრებლის ტიპები,სპეციპიკური საოჯახო ინვენტარი და შესაბამისი ლექსიკური მარაგი.
სწორედ ამიტომ ,ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა  მოგვეძიებინა და შეგვედგინა ერთგვარი კრებული,სადაც თავს მოვუყრიდით ხშირად უკვე ჩვენთვისაც კი უჩვეულო,საოჯახო ნივთებისა და სახლების დეტალების სახელწოდებებს.წარსულის გარეშე ვერ ააშენებ მომავალს და ჩვენც,ამგვარად გადავწყვიტეთ,ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვეთანა კულტურული მემკვიდრეობის სენარჩუნების საქმეში.
·         მესხური ოჯახის ყოფა-ცხოვრების თავისებურება
·         მიმდებარე სოფლებში ჯერ კიდევ შემორჩენილი გლეხური სამოსახლოები
მონაწილეთა ასაკი:
15-16 წელი


     ვადები/ხანგრძლივობა
სამი კვირა იმისთვის, რომპირველ რიგში ეთნოგრაფიული ხასიათის მასალა უნდა მოგვეგროვებინა,ასპინძის გარდა ჩვენთვის საინტერესო რამოდენიმე მესხური სოფელი არმოცნდა:ხიზაბავრა,ზველი,ჭობარეთი,აწყვიტა,თმოგვი.ეს ის სოფლებია სადაც ძველებური ტიპის სამოსახლოები ჯერ კიდევ შემორცენილია.სამივე გუნდის წევრმა ერთად მოვიარეტ აღნისნული სოფლები:ჩავიწერეთ გლეხების მიერ მოყოლილი ისტორიები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
1.    ინტერნეტი
2.    ვიდეო კამერა
3.    კალამი
4.    რვეული
პროექტის მსვლელობა
     მესხი გლეხის სამოსახლოები ასე გამოიყურებოდა:დერეფანი,ოდა,ახორი(ბოსელი)საციო ფურნის სახლი.
   მესხეთში საკმაოდ მკაცრი კლიმატია თოვლი ადრიან შემოდგომით მოდის,იწყება ყინვები და ასე გრზელდება გვიან გაზაფხულამდე.
              სწორედ ამან განაპირობა ის,რომ მესხი გლეხკაცის საცხოვრისი მატად ტავისებურია-უფანჯრო და ყრუკედლიანი.საცხოვრისი ისე იგეფმებოდა,რობ ოჯახს,დღის განმავლობაში გარეთ გაუსვლელად შეძლებოდა  საქმიანობა.მესხური სახლის სამი კედელი,როგორც წესი მიწაში იყო სეჭრილი (ფერდობ ადგილზე) წინა კედელი კი ქვევიდან იყო ამოშენებული,აქედან იყო სესასვლელი მოწყობილიც,რომელსაც გარეკანს ეძახდნენ.3 კარს ჰქონდა სახვედური (სახელური) და ზრიზა,რომელითაც იკეტებოდა.
    დღეს ამ სოფლებში,ცხოვრების ფეხდაფეხ ჩვეულებრივ სახლებს აშენებენ,თუმცა უმეტესობამ მიწურს მიაშენა ე.წ. წინა ოთახები,მატი ტქმიტ მიწურებს მაინც ვერ ეშვებიან,თბილია და მოსახერხებელი,ამიტომ წინა ოთახების უკანა კარები მაინც ძველ მიწურში შედის.
  როგორც წესი,საცხოვრისი- ერდოიანია(ბანიანი) ზემოდან მიწა აყრია,სახლს აქვა დედაბოძი,რომელზედაც შეყენებულია ძირიტადი ბოძი.
   ოდა -ისეთი ადგილია,სადაც ოჯახი მთელ დღეს ატარებს ზამთარში,მისი მოწყობილობა ძალიან მარტივია,შუა კარებით შევდივართ ოდაში.
საციო ეს არის ოდის ნაწილი,უფანჯრო,პროდუქტის შესანახი ძალიან ცივი სათავსოა,კედლამდე ორ ან სამ რიგად თაროებია მოწყობილი.
ფურნისახლს-საცხოვრისის ერთგ განყიფილებას ეძახიან სოფლებში პურს თავად აცხობდნენ ფურნეში. ფურნე ყველა ოჯახს არ აქვს,ამიტომ მეზობლები მორიგეობით აცხობენ,ჯერ სახლის პატრონი გამოაცხობს,შემდეგ მონელებულ ფურნეს მეზობლებიდა ა.შ.
      მიწური სახლები მაღლობზე შენდებოდა,არცერთს არ ჰქონდა ეზო სახნავ-სათესი ბოსტანი და ყანა.ახლა კი ვინც ახალ სახლებს აშენებს ან ააშენა აქვთ მიწის ნაკვეთები,ბაღიც და ვენახიც,რასაც მაღალმთიან სოფლებზე ვერ ვიტყვით.
ამგვარად გამოიყურებოდა მესხი გლეხკაცის სამოსახლო საუკუნეების განმავლობაში,მორგებული საკმაოდ მკაცრ კლიმატურ და გეოგრაფიულ გარემოს.დღეს XXI საუკუნის დასაწყისში ჩვენ ალბათ ძალიან გაგვიმართლა ,რომ ჩვენი წარსული ისტორიის ფესვებს ასე რეალურად შევეხეთ.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
გაუჩნდეს ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის,სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმრთ
განუვითარდეს საკითხისადმი დამოუკიდებლად კვლევა ძიება,უნარ-ჩვევები
გამოუმუშავდეს კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარი.
                                                                                                ხელმძღვანელი:

                                                                                                                        ნინა მელიქიძე

No comments:

Post a Comment